Iverioni
«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ივნისი 2019 (9)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
31-10-2012, 19:23
ნანახია: 1963

სოზარ სუბართან პატიმრების ულტიმატუმმა ვერ გაჭრა!

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ რუსთავის მე-16 დაწესებულების დირექტორს თანამდებობიდან არ გაანთავისუფლებს.


"დღეს პატიმრებმა დირექტორი წასვლა მოითხოვეს, რადგან პირველ წინადადებაზე არ წავედით. ასეთ მოთხოვნას არ გავითვალისწინებთ, მაგრამ თუ რომელიმე თანამშრომელი კანონს და ვინმეს უფლებებს დაარღვევს, პირველი, ვინც მის მიმართ მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს, მე ვიქნები", - განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს.

"ციხეებში შიმშილობებიც ხდება, პირსაც იკერავენ... ზოგჯერ ამის მიზანი ის არის, რომ სხვაგან გადაიყვანონ, ზოგჯერ კი ის, რომ მინისტრი შეხვდეს. ეს არ არის ლეგიტიმური მიზანი. მინისტრი არ შეხვდება მას, ვინც მაინცდამაიანც თვალს ამოიკერავს ან ლურსმნით დაიჭედებს თავს. ვერ წავახალისებთ მსგავს ქმედებებს", - აღნიშნა სუბარმა.

რუსთავის მე-16 დაწესებულების პატიმრები ციხის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ლევან აბურჯანია მათ დენით წამებით დაემუქრა და განუცხადა, რომ "ახალია მონაგონი იქნება".


შეგახსენებთ, რომ ლევან აბურჯანია რუსთავის მე-16 საპყრობილის დრექტორად სოზარ სუბარმა დანიშნა.