ერთიანი ნაციონალური მოძრაობა NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება

   "ნაციონალური მოძრაობა"  NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება და პარტიის წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ  "უნიათობის, ნეპოტიზმის, არაკომპეტენტურობის გამო, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს, ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის მკვეთრად დაცემული".
  "მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა, სიღარიბე, კრიმინალის ზრდა და ამით არის განპირობებული ხელისუფლების პოპულარობის ვარდნა. აღსანიშნავია, რომ უნიათობის, ნეპოტიზმის, არაკომპეტენტურობის გამო, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს, ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის მკვეთრად დაცემული. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენი ამომრჩევლის უმეტესობა მიიჩნევს,  რომ ქვეყანაში  ძლიერი ოპოზიცია  აუცილებელია", - განაცხადა გაბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: