Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
31-10-2012, 21:27
ნანახია: 1992

დავით დარახველიძე: მაღალშემოსავლიან  დევნილებს სოციალური დახმარება უნდა მოვუხსნათ

"დევნილთა იმ კატეგორიას, ვისაც არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი ან მათი საცხოვრებელი  ავარიულ მდგომარეობაშია,  მინდა ვუთხრა, რომ წინა ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, ფართით 2014 წლამდე დაკმაყოფილდებიან". ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობისას  განაცხადა.


"რაც შეეხება კერძო სექტორში განთავსებულ დევნილებს, რომელთა საერთო რაოდენობა 55 ათასია, რაც ძალიან მეეჭვება, სამწუხაროდ, მათთან დაკავშირებით  წინა ხელისუფლებას არვითარი სტრატეგია არ გააჩნდა. ახალი ხელისუფლება კი, კერძო სექტორში განთავსებული დევნილების მიმართ აუცილებლად შეიმუშავებს სტრატეგიას", - ამბობს დარახველიძე.


რაც შეეხება ფინანსურ შემწეობას, მინისტრის თქმით, დევნილთა იმ კატეგორიას, ვინც მაღალანაზღაურებად სახელმწიფო თუ კერძო სექტორშია დასაქმებული,   შემწეობა უნდა მოეხსნას, ისე რომ დევნილთა სტატუსი შეუნარჩუნდეთ.


მინისტრი ყურადღებას სოციალური სამართლიანობის აღდგენაზე ამახვილებს და აცხადებს: "მაგალითად, ჩემი ოჯახი  4 ადამინისგან შედგება და ეს თანხები ჩვენც გვერიცხება. მიმაჩნია, რომ დევნილთა კატეგორიები დასაყოფია და იმათ, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება, უნდა მიეცეს ფულადი შემწეობა საარსებო მინიმუმის ოდენობით, ხოლო, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, დახმარება უნდა მოეხსნას".