უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება

    როგორც უკრაოინული მედია საშუალებები იუწყებიან,  საგანგებო სხდომა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე საომარი ქმედებების გააქტიურებას უკავშირდება. უშიშროების საბჭოს სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტურჩინოვი და პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ესწრებიან. სხდომა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გახსნა.
  "მივიღე გადაწყვეტილება, დონეცკის ოლქში სიტუაციის მკვეთრად გამწვავების გამო, გადავდო სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რამდენადაც მოხდა რუსეთის ჯარის შემოჭრა უკრაინაში. მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს უკრაინაში ვითარების გამწვავებაზე", - განაცხადა პოროშენკომ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: