ალექსი პეტრიაშვილი: ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!

ალექსი პეტრიაშვილი: ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!

   "უმძიმესი მდგომარეობაა! ვგმობ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოვუწოდებ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, მიიღონ ქმედითი ზომები უკრაინის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად!" - ამ განცხადებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი Ffacebook-ის  საკუთარ გვერდზე აკეთებს:
   "გადაუდებლად უნდა მოხდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა და დაერქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელი! აგრესორს თუ არ უპასუხებენ დღეს, მიიღებენ აგრესიას სახლში ხვალ! არ ყოფნის ამას შეშფოთება და აღშფოთება მხოლოდ! ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი!"-წერს პეტრიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: