პოლიტიკოსებს შორის ბიძინა ივანიშვილი სიმდიდრით მესამე ადგილზეა

პოლიტიკოსებს შორის ბიძინა ივანიშვილი სიმდიდრით მესამე ადგილზეა

ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლოს უმდიდრესი პოლიტიკოსების სია გამოაქვეყნა. სიაში მესამე ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.


"ფორბსის" სიაში პირველ ადგილზე ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგია, მეორე პოზიციას კი, რუსი ოპოზიციონერი მიხეილ პროხოროვი იკავებს.


გამოცემის მიხედვით, ივანიშვილის ქონება 6,4 მილიარდ დოლარდა არის შეფასებული. "ფორბსი" ყურადღებას ამხვილებს მილიარდერის სიმდიდრის განკარგვის თავისებურებებზე. "მან ქონება მშობლიური სოფლის – ჭორვილას მოსახლეობის  ცხოვრების უზრუნველყოფისთვის გამოიყენა და იქ მოდერნიზებული ფეოდალური მუნიციპალიტეტი შექმნა", - წერს "ფორბსი".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: