გამოცდების რაოდენობას სკოლები გადაწყვეტენ?

გამოცდების რაოდენობას სკოლები გადაწყვეტენ?

ახლანდელი მეთორმეტე კლასელებისთვის გამოცდების რაოდენობას და ფორმას სკოლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა საკუთარი "ფესიბუქის" გვერდზე განაცხადა.


"ამ წელს, ანუ ახლანდელ მეთორმეტე კლასელებისთვის იმდენი გამოცდა იქნება და იმ ფორმით, როგორც ამას სკოლა გადაწყვეტს. ასე რომ, ზოგ სკოლაში შეიძლება 4 გამოცდა იყოს, ზოგში 6, ზოგში 8, თითოეული სკოლის გადასაწყვეტია, რამდენი იქნება და როგორ ჩაატარებს, ოღონდ გამოცდა აუცილებლად უნდა იყოს", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხის დაზუსტების სახით, შესაძლოა, მინისტრის კიდევ ერთი ბრძანებაც გამოიცეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: