გიგა ბოკერია - "ეს ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება"

გიგა ბოკერია - "ეს ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება"

   როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება.
   "დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება. ჩვენ კარგად ვნახეთ პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეები სხვა შემთხვევებში  როგორც მთავრდება ცივილიზებულ ქვეყნებში. ყველას გვახსოვს, დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: