გიორგი ღვინიაშვილი:-"ეს არის ჩვენს ქვეყანაში პოლიციელების დამცირების კლასიკური მაგალითი"

გიორგი ღვინიაშვილი:-"ეს არის ჩვენს ქვეყანაში პოლიციელების დამცირების კლასიკური მაგალითი"

   გიორგი ღვინიაშვილი მესტიის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.

   "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ღვინიაშვილი მესტიის პოლიციაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

   -"მესტიის პოლიციის უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ჯაფარიძემ სცემეს ამავე პოლიციის თანამშრომელი რომან ყორშია. ყორშია გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და სახეზე დაედო ნაკერები. ცემის ფაქტს შეესწრო ზვიად ჭანტურია. 

   მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენს ქვეყანაში პოლიციელების დამცირების კლასიკური მაგალითი. გამოძიებამ რომ შედეგი მიიღოს მესტიის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადაყენებული უნდა იქნას".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: