როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ბატარეებს

როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ბატარეებს

ციფრულ სამყაროში, ყველა პორტატული მოწყობილობა რესურსამოწურვადი საკომუნიკაციო მოწყობილობაა. მათ რესურსებს კი მათივე ბატარეები განსაზღვრავს, ურომლისოდაც ნებისმიერი მოწყობილობა გამოუყენებელ მოდურ "აგურს" ემსგავსება.


ეს თემა განსაკუთრებით ქარიშხალ "სენდის" შემოტევას უკავშირდება, როდესაც ხალხი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და შესაბამისად, საკომუნიკაციო საშუალებებიც შეეზღუდათ. ასე რომ, ტექნიკოსები მათ, ვინც ამ ტექნოლოგიებს მოიხმარს, მომავლისთვის გასათვალისწინებელ რამდენიმე რჩევას აძლევენ.


პირველი, რაც მათ დაეხმარებათ, ესაა ერთ-ერთი აპლიკაცია Carat, რომელიც ნებისმიერ  Apple-სა და Android მოწყობილობას ერგება და უზრუნველყოფს ბატარეების სიცოცხლის გახანგრძლივებას. ეს აპლიკაცია აკვირდება თქვენი სმარტფონის მოხმარებას და გაძლევთ პერსონალურ შემოთავაზებებს, თუ რომელი აპლიკაცია უნდა  გათიშოთ, რათა ნაკლები ენერგია დაიხარჯოს თქვენი მოწყობილობის ბატარეადან.


ტექნიკოსები ასევე ურჩევენ მომხმარებლებს, შეიძინონ სარეზერვო დამტენები, როგორიცაა Zagg Sparq-ი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მოწყობილობის დატენვას, მას შემდეგ, რაც ელ-ენერგია მისაწვდომი აღარ იქნება.


ამ პრობლემის ყველაზე საუკეთესო საშუალებად კი  მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენებს მიიჩნევენ, რომლებიც საშუალებას იძლევიან ნებისმიერი მოწყობილობის ბატარეას სიცოცხლე განუახლონ. თუმცა ამის შესაძლებლობას მხოლოდ დედაბუნება იძლევა, რადგან მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეების გამოყენება მხოლოდ მზიან ამინდშია შესაძლებელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: