საქართველოს საელჩო უკრაინელი ბავშვების ჩამოყვანას გეგმავს

საქართველოს საელჩო უკრაინელი ბავშვების  ჩამოყვანას გეგმავს

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უკრაინელ კოლეგას პავლო კლიმკინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  საუბრისას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინაში არსებულ ვითარება მიმოიხილეს.
  სატელეფონო საუბრისას მაია ფანჯიკიძემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნო, რომელიც უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას და დასასვენებელი-სარეაბილიტაციო კურსის გავლას ითვალისწინებს. როგორც მაია ფანჯიკიძემ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში საქართველოს საელჩოს უკვე დაწყებული აქვს ამ მიმართულებით მუშაობა.
  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივის და ზოგადად საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გამო.
  სატელეფონო საუბრისას მაია ფანჯიკიძე და პავლო კლიმკინი შეთანხმდნენ მხარეებს შორის ვიზიტების შემდგომ გაცვლაზე და აღნიშნეს, რომ ორმხრივი შეხვედრებისთვის ასევე გამოყენებული იქნება ყველა მნიშვნელოვან ფორუმი. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ასეთი შეხვედრა დიდ ბრიტანეთში, უელსის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: