დაბრუნდებიან თუ არა ჟურნალისტები "სამშობლოში"?

დაბრუნდებიან თუ არა ჟურნალისტები "სამშობლოში"?

"მივმართავთ საქართველო პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, პარლამენტის წევრებს და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავჯდომარეებს, რომ დაგვეხმარონ სამართლიანობის აღდგენაში", _ ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" საკონფერენციო დარბაზში "მასმედიის სახლის" წარმომადგენლებმა განაცხადეს. ისინი ჟურნალისტებისთვის ჩამორთმეული გამომცემლობა "სამშობლოს" დაბრუნებას მოითხოვენ.


მასმედიის სახლის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლებიდან არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მოჰყოლია. ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც მრავალჯერ გაახმაურა არსებული პრობლემა, გია ცაგარეიშვილი იყო.


მასმედიის სახლის წარმომადგენლები იმდოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მათი კუთვნილი შენობა კანონიერ მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ.


"საქართველოში უნდა მორჩეს უგულავების კლანის ბოგინი და მედიის ყველა წარმომადგენელი ერთმანეთს სოლიდარობას უნდა უცხადებდეს. მასმედიის წარმომადგენელთა გამოყრას ახსნა შეიძლება ჰქონოდა მაშინ, თუ ის საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მოხდებოდა. მათ დაიკმაყოფილეს საკუთარი ბიზნესინტერესები", - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.


შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 10 აგვისტოს პოლიციის და თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებმა სასამართლოს სანქციისა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს "სამშობლოს" შენობაში განთავსებული რედაქციების კუთვნილი ქონების დაცლა. ამ ძალადობრივი აქციის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩა რამდენიმე ათეულობით ჟურნალ-გაზეთის რედაქცია, მათ შორის ტელეკომპანია "კავკასია", ტელეკომპანია "მირი" და სხვები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: