სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

    სალთვისი-ტირიფონის  საირიგაციო   სისტემის  რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტი, რომლის შედეგად,  შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე  39 სოფლის 20 ათას ჰექტრამდე მიწის სარწყავი სისტემა გაუმჯობესდა, 18 ათას ოჯახს მოუტანს სარგებელს.
   რეაბილიტირებული სარწყავი არხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმადა  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა  გიორგი ამაშუკელმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი  სტეფან ჰაიკინი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
   სალთვისი-ტირიფონის  საირიგაციო   სისტემის  რეაბილიტაცია   საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (UშAID) დაფინანსებით განახორციელა. პროექტის   ღირებულება  14 მილიონ ლარს აჭარბებს.  სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროცესში ასზე მეტი ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.

პროექტს,  ქართული სამშენებლო კომპანია შპს ,,მშენებელი 80" ახორციელებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: