ლევან ყიფიანის მოადგილედ შესაძლოა, თამაზ თევზაძე დაინიშნოს

ლევან ყიფიანის მოადგილედ შესაძლოა, თამაზ თევზაძე დაინიშნოს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ სავარაუდოდ, თამაზ თევზაძე დაინიშნება.


აღნიშნული ინფომაცია "ივერიონმა" თავად თამაზ თევზაძესთან გადაამოწმა. მან არ უარყო ის ფაქტი, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მისი კანდიდატურა ნამდვილად განიხილება ამ პოსტზე.


"ამ დღეებში გადაწყდება, დავინიშნები თუ არა მინისტრის მოადგილედ. საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" დაფუძნებისთანავე მე იქ ვარ და   სპორტის  თემატურ ჯგუფში სპორტის განვითარების კონცეფციაზე ვმუშაობ. მინისტრის მოადგილედ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, მეც  ვარ", _ განუცხადა "ივერიონს" თამაზ თევზაძემ.


თამაზ თევზაძე ერთხელ უკვე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ, ის 2003-2004 წლებში გოკა გაბაშვილის მოადგილე იყო. თევზაძე საქართველოს სპორტის განვითარების კონცეფციის ავტორია, არის არაერთი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ექსპერტი. თუ ლევან ყიფიანის მოადგილედ დაინიშნა, მას სავარაუდოდ, სპორტში რეფორმების გატარება დაევალება.


ცნობისათვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თავის მოადგილეებს ხვალ, 2 ნოემბერს წარადგენს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: