ბათუმი-ახალციხის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება

ბათუმი-ახალციხის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთკავკასიაში ჰენრი კერალმა ხელი მოაწერეს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის დაფინანსების შეთანხმებას.

 

პროექტი განსახორციელებლად მსოფლიო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით. პროექტის მიხედვით დაგეგმილია ახალციხიდან ბათუმამდე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. პროექტი უზრუნველყოფს ქვესადგური „ბათუმის“ და მთლიანად აჭარა-გურიის რეგიონების ელექტროენერგიით მომარაგების პროექტს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განახორციელებს. ხელმოწერის ცერემონიას ვიცე-პრემიერი კახი კალაძეც ესწრებოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: