რას სთხოვს გიორგი ღვინიაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძეს?!

რას სთხოვს  გიორგი ღვინიაშვილი  ალექსანდრე  ჭიკაიძეს?!

საპარლამენტო უმცირესობს წევრი გიორგი ღვინიაშვილი შს მინისტრს, მისივე უწყების ნასვამი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას სთხოვს.


„მიმდინარე წლის 17 აგვისტოს სართიჭალა-თბილისის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გურჯაანიდან მომავალ ოჯახს შეეჯახა ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ნასვამი მძღოლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 24 წლის სოფიკო სეფიაშვილი და მძიმედ დაშავდა მისი მცირეწლოვანი შვილი. ნასვამი პოლიციელი ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც მას დაუვარდა ტელეფონი. გარდაცვლილის მეუღლემ ეს ტელეფონი აიღო მისი ვინაობის დასადგენად. საქმეს იძიებს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიცია, საიდანაც არაერთხელ დაუკავშირდნენ დაზარალებულს, ჰქობდა თუ არა მას პრეტენზია დამნაშავე პოლიციელს მიმართ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს დამნაშავის მიმართ პრეტენზია აქვს. ამის გამო მას დაემუქრნენ, რომ შემთხვევის ადგილიდან ტელეფონის აღების გამო მას პასუხისგებაში მისცემდნენ ძარცვის ბრალდებით. წარმოიდგინეთ რა დონის უსამართლობაა? ამ ტრაგედიის თავის თავზე მიმღებ ადამიანს, მე მგონი, ხასიათი არ ექნებოდა იმის, რომ ტრაგედიის ადგილას ძარცვა ჩაედინა. ცხადია, რომ ხელისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს“, - განაცხადა ღვინიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: