რატომ მივიდა წვევამდელი გიორგი ასანიძე თვითმკვლელობამდე?!

რატომ მივიდა წვევამდელი გიორგი  ასანიძე თვითმკვლელობამდე?!

   საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელი გიორგი გიორგის ძე ასანიძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

   გიორგი ასანიძე ნაპოვნი იქნა სამხედრო ნაწილის მორიგის მიერ. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, რის შემდეგაც, წვევამდელი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.    გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. საქმეში სამხედრო დანაშაული არ იკვეთება.   მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველო მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს.  1994 წელს დაბადებული გიორგი ასანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013  წლიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის  სერჟანტთა მომზადების სკოლაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.  თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს წვევამდელის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: