"ალიანსის ძალები მზად უნდა იყვნენ ნატო–ს ნებისმიერი მოკავშირის წინაშე არსებული საფრთხის მოსაგერიებლად"

"ალიანსის ძალები მზად უნდა იყვნენ ნატო–ს ნებისმიერი მოკავშირის წინაშე არსებული საფრთხის მოსაგერიებლად"

   ტალინში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ნატო უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში უნდა ფაეხმაროს.

 

  -"ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს, რათა დაეხმაროს უკრაინას მისი შეიარაღებული ძალების მოდერნზაციასა და გაძლიერებაში. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნატო–ს სხვა პარტნიორებს, მათ შორის საქართველოსა და მოლოდვას, უსაფრთხოების გაძლიერებაში დავეხმაროთ. ალიანსის ძალები მზად უნდა იყვნენ ნატო–ს ნებისმიერი მოკავშირის წინაშე არსებული საფრთხის მოსაგერიებლად. საჭიროა სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და მობილურობის გაზრდა " - განაცხადა ობამამ.

   ცნობისთვის, ესტონეთში ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ ობამა უელსში, ნატო–ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: