პირი, რომელმაც ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვაკეში მანქანით მიიყვანა, დაკავებულია

პირი, რომელმაც ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვაკეში მანქანით მიიყვანა, დაკავებულია

   შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1989 წელს დაბადებული ვლადიმერ ბ. დააკავეს.
  გამოძიებამ დაადგინა,რომ ვლადიმერ ბ-მ თავისი კუთვნილი ავტომანქანით 2 სექტემბერს, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მიიყვანა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს.
  იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვლადიმერ ბ. დამნაშავე პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ფასანაურში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
   გამოძიება განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით).

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: