რუსთავის მე-16 საპყრობილეში ბუნტი გრძელდება

რუსთავის მე-16 საპყრობილეში ბუნტი გრძელდება

რუსთავის მე-16  საპყრობილეში 16 პატიმარი შიმშილობს. ამ ინფორმაციას ციხის ადმინისტრაციაც ადასტურებს.


გუშინდელთან შედარებით კარცერში პატიმართა რაოდენობა გაიზარდა. დღეს ადგილი ქონდა ინციდენტსაც, რომელიც სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ციხეში სიმშვიდეა და დაპირისპირება ჩაცხრა, პატიმართა მშობლები დაშლას მაინც არ აპირებენ.  ისინი  პატიმართა საქმის გადახედვას  და უკანონო პატიმართა გათავისუფლებას მოითხოვენ. მათივე განმარტებით, პატიმრები კარცერიდან უმისამართოდ გადაჰყავთ.


ციხეში განვითარებულ მოვლენებს დღეს პრემიერ-მინსტრი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მისი  განცხადებით, ადგილი აქვს საბოტაჟს. "ვიმედივნებთ, რომ უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ არსებულ პრობლემას," - აცხადებს პრემიერი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: