ლენტეხში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ლენტეხში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

  შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1947 წელს დაბადებული ტარიელ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
  
  შს სამინისტროს ცნობით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან ორი გასროლით, გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1963 წელს დაბადებულ გიორგი ო-ს ,რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: