დავით ნარმანია: უახლოეს დღეებში ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი!

დავით ნარმანია: უახლოეს დღეებში ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი!

  ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდნენ.


  მერის  თქმით,  8 სექტემბერს თბილისის 159 ბაგა-ბაღი 50 000 -მდე აღსაზრდელს მიიღებს. "ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აქტიური მუშაობის შედეგად,  შესაძლებელი გახდა ადგილების მოძიება 3 000 ბავშვისთვის. გრძელდება მუშაობა დამატებითი სივრცის მოძიებაზე, რათა სწრაფად ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და მომდევნო სემესტრიდან რამდენიმე ათასი ადგილი კიდევ დაემატოს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.


  მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საფუძველი ჩაეყრება ახალი ბაღის მშენებლობას, მომდევნო  წლისთვის კი რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: