დიმიტრი შაშკინი : იარაღი კი არა, არამედ ადამიანი ისვრის!

დიმიტრი შაშკინი : იარაღი კი არა, არამედ ადამიანი ისვრის!

  ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი იარაღის შეძენა-შენახვის კანონში დაგეგმილ ცვლილებებს facebook -ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. მისი თქმით კრიმინალური სიტუაციის გაუარესებას ამ კანონთან კავშირი არ აქვს.

  ,,კრიმინალური სიტუაციის გაუარესება საქართველოში არაფერ შუაშია იარაღის შეძენა-შენახვასთან. საქართველოში ისედაც აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. თან, რაც მთავარია, იარაღი კი არ ისვრის, არამედ ადამიანი. ბარემ დავსაჯოთ კოლტი ან ბრაუნინგი პისტოლეტების შექმნისთვის", - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: