ოზურგეთში დაკარგული გოგონა ნაპოვნია

ოზურგეთში დაკარგული გოგონა ნაპოვნია

  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურიდან 3 დღის წინ გაუჩინარებულ 22 წლის მარიკა სარიშვილს სამართალდამცავებმა მიაკვლიეს. იგი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. 22 წლის ახალგაზრდა ქალის კვალს პოლიციამ ბათუმში მიაგნო.
   სარიშვილი დაკითხვაზე ბათუმიდან ოზურგეთში გადაიყვანეს. 22 წლის მარიკა სარშვილი, რომელიც 2 შვილის დედაა, 2 დღის წინ გაუჩინარდა. პოლიციაში შეხვლამდე მან განაცხადა, რომ გატაცებული არ ყოფილა და ოჯახური კონფლიქტის ნიადგაზე ოჯახიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: