სოსო მანჯავიძე : სანამ ეს სისტემა იარსებებს,ქვეყანა წინ ვერ წავა!

სოსო მანჯავიძე : სანამ ეს სისტემა იარსებებს,ქვეყანა წინ ვერ წავა!

   "საქართველოში გრძელდება კომუნისტების მიერ ჩამოყალიბებული, შევარდნაძე-სააკაშვილის მიერ ახალ სტადიაში აყვანილი კომპრომატებით მართვის სისტემის ფუნქციონირება," - აღნიშნულ განცხადებას  "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე ფაცებოოკ-ის  საკუთარ გვერდზე აკეთებს:
   "საქართველოში გრძელდება კომუნისტების მიერ ჩამოყალიბებული,შევარდნაძე-სააკაშვილის მიერ ახალ სტადიაში აყვანილი კომრომატებით მართვის სისტემის ფუნქციონირება.
სისტემის არსია ის, რომ გათხვრილი და კომპრომატით დამძიმებული ადამიანი ადვილი სამართავია და რეჟიმს საფრთხეს არ უქმნის.
თუ ადამიანზე კომპრომატი არ არის,მაშინ ის უნდა მოიგონო და საზოგადდოებრივი აზრი ჭორებისა და ყვითელი პრესის საშუალებით შექმნა.
სწორედ ამიტომ იქმნება და ფინანსდება დეზინფორმაციისა და სიბინძურის კერები,რომელთა სათავეშიც ე.წ.ადამიანი-კანალიზაციები დგანან.
  ამ უკანასკნელთ მიცემული აქვთ ნება ნებისმიერი ობიექტი სიტყვიერი მთხრებლით მოსვარონ,რისთვისაც პასუხს არავინ ან ვერავინ თხოვს,ვინაიდან ყველას ეშინია,ეს ნაკადი მისკენ არ მიმართონ.
   სანამ ეს სისტემა იარსებებს,ქვეყანა წინ ვერ წავა.ის კი მანამდე იარსებებს,სანამ საზოგადოება ამ საშინელებას სათანადო პასუხს არ გაცემს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: