დავით ლორთქიფანიძე:- "დღეს პარლამენტი კრიმინალების თავშესაფარია!"

დავით ლორთქიფანიძე:- "დღეს პარლამენტი კრიმინალების თავშესაფარია!"

  საპარლამენტო უმრავლესობსი წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის კარგა, თუმცა ამისთვის ბევრი არ იქნება მზად,ლორთქიფანიძის თქმით პარლამენტი კრიმინალების თავშესაფრად იქცა და ის დისკომფორტს განიცდის ამის გამო
"რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა საკმაოდ რთული პროცედურაა. ბევრი, შესაძლოა, ამისთვის მზად არც კი იყოს, მაგრამ მე ყოველთვის მზად ვარ რიგგარეშე არჩევნებისთვის. ადამიანი როცა პოლიტიკაშია, ის ყოველდღე არჩევნებისთვის უნდა იყოს მზად. კარგი იქნება, თუ ასეთი არჩევნები ჩატარდება. ამ შემთხვევაში, ნაციონალებს პარლამენტში მოხვედრის შანსი აღარ ექნებათ.


 პარლამენტი კრიმინალების თავშესაფარი არ უნდა იყოს. ახლა, სამწუხაროდ ასეა. ძალიან დიდ დისკომფორტს ვგრძნობ, როცა პარლამენტში კრიმინალების მომღიმარ სახეებს ვხედავ"- აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: