გიორგი ცაგარეიშვილი:-"სადაც ცხოვრობ იქ არ უნდა მოისაქმისო"

გიორგი ცაგარეიშვილი:-"სადაც ცხოვრობ იქ არ უნდა მოისაქმისო"

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაბინძურების პრობლემას შეეხო და განაცხადამ რომ არ შეიძლება ასე გარემოს დაბინძურება და კარგი იქნება თუ მოხდება ვიზუალური აღრიცხვა იმ ადამიანებისა, რომლებიც გარემოს ანაგვიანებენ. მისივე თქმით, სანქციები იქნება გაზრდილი, მაგრამ ამ ყველაფერს ექნება პრევენციის სახე.

   -"მე ხშირად მინახავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასაც როგორ ანაგვიანებენ და როცა ეს პარლამენტში ხდება, ჩვენ სხვას რა უნდა მოვთხოვოთ. ჯარიმების და საურავების გაზრდა თვითმიზანი არ არის. სოციალური ქსელში რამდენიმე ფოტო გამოჩნდა, სადაც ჩანს მანქანები, საიდანაც ნაგავი პირდაპირ ქუჩაში იყრება. კარგი იქნება, რომ მოხდეს ამ მძღოლების გამოვლენა და როცა მათ ჯარიმები მიუვათ, ჭკუას ისწავლიან. ერთი ბოთლის გადაგდებისთვის, მაგალითად, 500 ლარის გადახდა რომ მოუწევთ, იმედია, მეორედ იგივეს არ გაიმეორებენ. თუ გაიმეორებენ, 2000 ლარს გადაიხდიან. სანქციები ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ამ საკითხზე ვმუშაობთ და ის საკმაოდ გაზრდილი იქნება."

   გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მყარი ნარჩენების მართვის კუთხით ქვეყანას არც ერთი რეგულაცია არ გააჩნია, ეს არის სამარცხვინო და სათაკილო. მისივე თქმით ქვეყანას გააჩნია ფეკალური მასების გამწმენდი მხოლოდ ერთი ბიოლოგიური ნაგებობა, რაც ზრდის ეპიდემიების გაზრდის რისკს. დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ყველა პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია და სექტემბრის ბოლოდან უნდა დაიწყოს ამ საკითხებზე მუშაობა.

   -"გვინდა რეგიონალური ნაგავსაყრელები შევქმნათ და შემდეგ უკვე როგორც ბიზნესი მივაწოდოთ მეწარმეებს.გვაქვს ძალიან დიდი გეგმება, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ეკოლოგიური ფონი კატასტროფასთანაა მიახლოებული".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: