"არ გამოვა 2 პარტიის ხელში ძალაუფლების ფორმალური გაყოფა და ყველა სხვის სანაგვეზე მოსროლის მცდელობა"-დემურ გიორხელიძე მთავრობას მიმართავს

"არ გამოვა 2 პარტიის ხელში ძალაუფლების ფორმალური გაყოფა და ყველა სხვის სანაგვეზე მოსროლის მცდელობა"-დემურ გიორხელიძე მთავრობას მიმართავს

   ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ხელისუფლებას მიმართავს. "ივერიონი" ყოველგვარი კომენტარის გარეშე მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

SOS!

მ ი მ ა რ თ ვ ა ხელისუფლებას!!!

   ისე, თუ გაიგონებთ და გააკეთებთ, თქვენთვის არის უმჯობესი და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზაციისათვის ქვეყანაში.

   "რატომ აღიზანებთ ხალხს, კეთილი ინებეთ, ხელისუფლებაში მყოფი კოალიცია ე.წ. "ოცნება", იდოლოგიურად უიდეო და პოლიტიკურად ამორფული, გაუერთიანდით საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას -ყოფილ სახელისუფლებო პარტიას - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". მაინც ერთი ძალა ხართ, მაინც ერთმანეთის გვერდით ხართ,

მაინც ერთმანეთისკენ მიგიწევთ გული...

   შეერთდით და ერთად მართეთ ეს ქვეყანა, სანამ ვადა გაგსვლიათ...

   ამ ნაბიჯით თვალთმაქცობა მოიხსნება და გამონთავისუფლებულ ნიშაზე ახალი პოლიტიკური ოპოზიცია გაჩნდება (ცხადია, თუ არსებულმა პარტიებმა შეძლეს ორგანიზება)...თქვენი საქციელით მაინც იქითკენ მიგყავთ საქმე, როგორც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი უზნეო საქციელით შეაზიზღა თავი მილიონობით მის მხარდამჭერს - ქართველ ხალხს, თქვენც ეს ბოლო გელით, თუ ასე გააგრძელებთ!

   ...სამსახურში მხოლოდ ამ ორი პარტიის წევრებს ანდა მათ ახლობლებს იღებთ, სხვისთვის ეს ქვეყანა გადაკეტეთ და უპერსპექტივო გახადეთ!ჰოდა, სანამ მთლად გაფუჭებულა საქმე ან შეცვალეთ რამე, ანდა, ისე მოიქეცით, როგორც აქ დავწერე...

   უფრო წესიერი საქციელი იქნება, ვიდრე ხალხის შეცდომაში შეყვანა!

   არ გამოვა 2 პარტიის ხელში ძალაუფლების ფორმალური გაყოფა და ყველა სხვის სანაგვეზე მოსროლის მცდელობა...

   აგერ ხართ თქვენ და... აქ ვარ მეც, - არსად წასვლას ვაპირებ...

   ასე იქნება - დამოკიდებულება შეიცვლება თქვენდამი, -

   უკვე იცვლება!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: