ნათია ფანჯიკიძე :-"ამბავი ქართული ცრუ ვაჟკაცობისა"

ნათია ფანჯიკიძე :-"ამბავი ქართული ცრუ ვაჟკაცობისა"

   ნათია ფანჯიკიძე ერთგულებასა და მეგობრობაზე ახალი თაობის წასაკითხად და დასამახსოვრებლად ფეისბუქ-სტატუსს წერს:

 

   -"ახლა კი ამბავი ქართული ცრუ ვაჟკაცობისა. ბევრი ამ ასაკის ბიჭი მყავს მეგობრებში (20-30 წლის) , რომლებმაც მინდა წაიკითხონ ეს და თუ ამ თაობამ ამ სიყალბის, ამ სიჩლუნგის გააზრება ვერ მოახერხა, ჩათვალეთ, რომ ეს კიდევ ერთი თაობის დიდი უძლურება და გონებრივი შეფერხებაა...

   უახლოეს ძმაკაცებს, რომლებსაც ხელში ჩააკვდათ მეგობარი, ან ხელში ვისაც არ ჩააკვდა თუნდაც, რა მნიშვნელობა აქვს, პირველი წამიდან იციან ვინ არის მკვლელი და პოლიციას უმალავენ. თურმე თქმა არ შეიძლება.. რატომ? - "არავაჟკაცურია".. ოღონდ პოლიციის მიმართ პრეტენზია აქვთ, ჩვენი თქმა რად უნდათო, ისედაც იციანო, ყველამ იცისო..

   ეს ერთგულებაა? მეგობრობაა? აუცილებლად საჯარო თერაპიის სერიოზული სქემაა შესადგენი, ოღონდ საქართველოში არსებული კვალიფიციური ფსიქოთერაპევტების რესურსი არ ეყოფა ამას.

   კაცი, რომელიც ვერ ახერხებს ამაზე მეტი აზრი ქონდეს თავში, თაობა რომელიც ვერ ახერხებს ეს მანკიერი წრე გაარღვიოს საღი აზრით, რომელიც მხოლოდ გულიდან მოდის და თუ გული ამას ითმენს და იქით უნდა გეხვეწონ, რომ შენი მეგობრის ხსოვნას სცე პატივი, ასეთი აზროვნებით ადამიანი არც მეგობრად ივარგებს, არც ქმრად, არც მეომრად და არც არანაირი პროგრესი არ მოხდება სამყაროში მისი ინტელექტის ხარჯზე".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: