"მინსკის პროტოკოლი" და პრორუსი სეპარატისტების სურვილი

"მინსკის პროტოკოლი" და პრორუსი სეპარატისტების სურვილი

   ოფიციალური კიევი და პრორუსი სეპარატისტები უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 5 სექტემბერს, მინსკში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. ხელმძღვანელებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცეს.

   სამშვიდობო შეთანხმება "ტვიტერ"-ში ეუთოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ე.წ. "მინსკის პროტოკოლი" უკრაინის აღმოსავლეთში კრიზისის პოლიტიკური გზით დარეგულირებისთვის შემდეგ პუნქტებს შეიცავს:

 

1. ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტის უზრუნველყოფა.

 

2. ეუთოს მხრიდან შეთანხმების მონიტორინგისა და ვერიფიკაციის  უზრუნველყოფა.

 

3.   ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, მათ შორის  "დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთ რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის დროებითი წესების შესახებ" (კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ) კანონი მიღება.

 

4. რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე  ეუთოს  მუდმივმოქმედი მონიტორინგისა და ვერიფიკაციის უზრუნველყოფა და რუსეთ-უკრაინის სასაზღვრო რაიონებში  უსაფრთხოების ზონის შექმნა

 

5. ტყვეებისა და უკანონოდ დაკავებული პირების დაუყონებლივ გათავისუფლება

 

6. კანონის მიღება ადამიანების დევნისა და დასჯის  აკრძალვის შესახებ იმ მოვლენების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთ რაიონში

 

7. ინკლუზიური საყოველთაო ნაციონალური დიალოგის გაგრძელება

 

8. დონბასში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისკენ მიმართული ზომების მიღება

 

9. ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება "დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთი რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის დროებითი წესების შესახებ" (კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ) უკრაინის კანონის შესაბამისად

 

10. უკრაინის ტერიტორიიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, სამხედრო ტექნიკის, მებრძოლებისა და დაქირავებული პირების გაყვანა

 

11. დონბასის ეკონომიკური აღორძინებისა და რეგიონის ქმედითისუნარიანობის აღდგენის პროგრამის მიღება

 

12. კონსულტაციების მონაწილეთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

   მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გაცემულია, პრორუსმა სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ  უკრაინის შემადგენლობის დატოვება არ სურთ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: