მიხეილ სააკაშვილი:-"ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ვიცით, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება!"

მიხეილ სააკაშვილი:-"ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ვიცით, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება!"

   საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე  უკრაინული ტელეკომპანია "ინტერ"-ის პირდაპირ ეთერში სტუმრობის ვიდეოს ავრცელებს.

 

   მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში რუსულ აგრესიაზე და ვლადიმერ პუტინის გეგმებზე ისაუბრა. სააკაშვილმა გაიხსენა აგვისტოს ომის პერიოდი და გადაცემის წამყვანს განუცხადა, რომ დიდი ალბათობით, პუტინი განაგრძობს უკრაინის რაიონების ანექსიას. სააკაშვილის შეფასებით, პუტინს სასწრაფოდ სჭირდება კორიდორი ყირიმისკენ. 

 

   გადაცემის წამყვანის გარდა, პრეზიდენტს კითხვები პირდაპირ ეთერში მარიუპოლის მცხოვრებლებმაც დაუსვეს. რამდენიმე მათგანმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი ხალხის დახმარება და მათ სამშობლოშიც იმ რეფორმების გატარება სთხოვა, რომელმაც საქართველოს  წარმატება მოუტანა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: