ირმა ინაშვილი: თქვენი ფეხით მიხვალთ ტაძარში და ცხარე ცრემლით იტირებთ!

ირმა ინაშვილი: თქვენი ფეხით მიხვალთ ტაძარში და ცხარე ცრემლით იტირებთ!

 "ითვლება, რომ თუ პოლიტიკოსი ხარ ან საჯარო პირი ხარ, პატრიარქის დასაცავად ხმა არ უნდა ამოიღო... ლიბერალები შემოგიტევენ, თურმე..."- აღნიშნულ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebookის საკუთარ გვერდზე აკეთებს:
 

 "ითვლება, რომ თუ პოლიტიკოსი ხარ ან საჯარო პირი ხარ, პატრიარქის დასაცავად ხმა არ უნდა ამოიღო... ლიბერალები შემოგიტევენ, თურმე... რომელი კრეტინი ადგენს თამაშის ამ წესს?! არჩევნების წინ ხომ კარგად დარბიხართ საპატრიარქოში, ა?! ზღვარს სცდება ჩემი ეკლესიის წინამძღოლის საჯარო შეურაცხყოფა. ეს ჩემი შეურაცხყოფაა... თქვენი... ნებისმიერი სხვა ეკლესიის წინამძღოლის დასაცავადაც ამოვიღებ ხმას, თუ მას თავს დაესხმებიან, მაგრამ ჩემთვის ჯერ ჩემია... თან, ჩემსას ერჩიან... ქუჩაში გინდათ, რომ გამოგვიყვანოთ? არა, ამას ქუჩა არ სჭირდება. ისე მოგერევით. თქვენი ფეხით მიხვალთ ტაძარში და ცხარე ცრემლით იტირებთ. თქვენნაირებს ასე ემართებათ ხოლმე. მიწაზე რომ დინგით ერჭობიან, ღმერთს მერე ხედავენ", - წერს ინაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: