ვიქტორ დოლიძე: კრიმინოგენური ვითარების ფონზე, შესაძლოა, რეიდები აუცილებელიც იყოს!

ვიქტორ დოლიძე: კრიმინოგენური ვითარების ფონზე, შესაძლოა, რეიდები აუცილებელიც იყოს!

   საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე გზებზე რეიდებს არ მიესალმება, მაგრამ კრიმინოგენური ვითარების დასტაბილურების მიზნით, მისი განხორციელება მიზანშეწონილად მიაჩნია.

  ასევე აღნიშნა,  მიუღებელია, თუკი ამ პროცესში ადგილი აქვს მოქალაქეთა უფლებების შელახვას. განცხადება  ამის შესახებ  დოლიძემ ჟურნალისტებთან  აღნიშნული საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

 

  "თუკი ადგილი აქვს უხეშ მოპყრობას და უფლების შელახვას, ეს არის მიუღებელი. თუკი არის ამგვარი ფაქტები, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ და მასზე რეაგირება უნდა მოხდეს. ზოგადად, რეიდებს მხარს ნამდვილად არ ვუჭერ, მაგრამ ბოლოდროინდელი კრიმინოგენური ვითარების ფონზე, შესაძლოა, აუცილებელიც იყოს. ნებისმიერი დანაშაული, რომელიც იმატებს რაღაც დღეების განმავლობაში, მასზე რეაგირებას ახდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თუ მიაჩნია, რომ ამას რეიდის ფორმით მოაგვარებს, ცუდს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ ზოგადად, მაინცდამაინც ეს მოქალაქეებისათვის სასიამოვნო არ არის", - განაცხადა  ვიქტორ დოლიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: