დაჭრა ზუგდიდში

დაჭრა ზუგდიდში

   წუხელ, გვიან ღამით ზუგდიდში სოფელ ცაიშში მ.ლ-მ საკუთარი მეგობარი 42 წლის მ.ჯანაშია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 108-ე მუხლებით. როგორც სამინისტროში აცხადებენ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
  დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერის ნიკოლოზ ჭეჟიას განცხადებით, პაციენტს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: