ხვალ კოჯორში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ხვალ კოჯორში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

   ხვალ, 9 სექტემბერს 12:00 საათზე, კოჯრის ცენტრში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საპროტესტო აქცია კოჯრის გამგებლის, გიორგი მარღიშვილის თანამდებობაზე დატოვების მოთხოვნით! 

   როგორც აქციის ორგანიზატორმა ოთარ ბექაურმა ივერიონთან საუბრისას განაცხადა, ადგილობრივი არჩევნების დროს აქ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა, ახლა კი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გიორი მარგიშვილი წავიდეს და მთავრობის ახალი გუნდი მოვიდეს, ამიტომ აგრძნობინებენ გამგებელს დაწეროს განცხადება და საკუთარი ნებით წავიდეს.

   -"თუ ჩვენს ლეგიტიმურ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავთ"-აცხადებს ბექაური.

თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: