"ყველას, ვისთვისაც გართულებული კრიმინოგენული მდგომარეობა სულ ერთი არ არის..."

"ყველას, ვისთვისაც გართულებული კრიმინოგენული მდგომარეობა სულ ერთი არ არის..."

   10 სექტემბერს, 12 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან პარტია"მომავალი საქართველო" და "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია" აწყობენ აქციას და მიმართავენ ყველას, ვისთვისაც ქვეყანაში გართულებული კრიმინოგელური მდგომარეობა და პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები სულ ერთი არ არის.

    -"მოგიწოდებთ ყველას მობრძანდეთ ოთხშაბათს 10 სექტემბერს 12 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან პარტია"მომავალი საქართველო"ს და საქართველოს სოციალ დემოკრატიული პარტიის მიერ გამართულ ერთობლივ აქციაზე, სადაც მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას და ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაჯანსაღებას.

პატივისცემით 

პარტია "მომავალი საქართველო"-ს თავჯდომარე გიორგი ლაღიძე 

პარტია" სოციალ დემოკრატების" ლიდერი ვახტანგ (ბაჩუკი) ჟორდანია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: