ნინო ბურჯანაძე:-"საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი არ აქვს"

ნინო ბურჯანაძე:-"საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი არ აქვს"

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება და ეს უელსის სამიტზე ნათლად გამოჩნდა:

 

   -"ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ ჩვენს ხალხს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნატო-ს სამიტზე MAP-ის მიღების შესაძლებლობა უნდა გვქონოდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

 

   მისი თქმით,  საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სუპერ სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად არ გადაიქცეს. "ქვეყანამ ისეთი პოლიტიკა უნდა წარმართოს, რომ თავდაცვის მექანიზმების გამოყენება არ დასჭირდეს და რომელიმე სახელმწიფოსთან სამხედრო კონფრონტაცია არ დაუშვას." - აღნიშნა მან.

 

   ბურჯანაძის განცხადებით, გასაიდუმლოებულია ხელშეკრულება საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნასტან დაკავშირებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია:

 

   -"მას შემდეგ, რაც საიდუმლო პაქტი დაიდო მოლოტოვსა და რიბენტროპს შორის, საერთაშიროსო სამართალი კატეგორიულად კრძალავს ნებისმიერი საიდუმლო ხელშეკრულების გაფორმებას. თუ ჩვენი ხელისუფლება გვიმალავს რაიმე დოკუმენტს, ეს არის პირდაპირი დანაშაული სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: