Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
2-11-2012, 11:27
ნანახია: 1006

როდის შეცვლის სოზარ სუბარი ლევან აბურჯანიას?

რუსთავის მე-16 დაწესებულებაში არსებულ ვითარებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექცია შეისწავლის. ამის შესახებ გენერალური ინსპექციის უფროსმა მირზა სუბელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოთხკაციანი ჯგუფი დღეიდან შეიქმნება და თუ დადასტურდება ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებები, ისინი თანამდებობებს დატოვებენ. ასევე,  შესაძლოა, მოხდეს მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

რუსთავის ციხეში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხასია. მისი თქმით, პატიმრებს ლოცვაც კი ეკრძალებათ.   

 
რაც შეეხება მე-16 დაწესებულებაში არსებულ ზოგად ვითარებას, მირზა სუბელიანის და მაია ხასიას განცხადებით, ციხეში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა და პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეწყვიტეს შიმშილობაც.           

პატიმართა  მდგომარობას გაეცნო უფლებადამცველი ლალი მოროშკინა. მისი  თქმით, მძიმე მდგომარეობაშია პატიმარი ირაკლი ჯავახიშვილი, რომელიც უკვე გადაიყვანეს შესაბამის დაწესებულებაში. "ეს არ არის საბოტაჟი! პატიმრები, რომლებიც ითხოვენ ციხის უფროსის ლევან აბურჯანიას გადადგომას,  მსჯავრდებულთა საღად მოაზროვნე ნაწილია.  აფეთქება მივიღეთ სასჯელაღსრულების იმ ნაწილში, სადაც არ ველოდით. გუშინ ჩავატარე მონიტორინგი მეორე დაწესებულებაში. პატიმრების განწყობა იქაც იგივეა - აბურჯანიას მსგავსი უფროსის დანიშვნის შემთხვევაში, იქაც გააპროტესტებენ. აბურჯანია არის მერაბიშვილის კადრი სუბარის უწყებაში! ის ცნობილია იარაღის, ნარკოტიკების ჩადებითა და ბევრი სხვა არაკანონიერი ქმედებებით. მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, გამოიჩინონ კეთილი ნება და ერთი რეანომობილი მაინც დააყენონ აქ", _  აცხადებს მოროშკინა.

ციხეში ატეხილ ხმაურს არაერთხელ გამოეხმაურა სოზარ სუბარი. მისი განცხადებით, ვიდრე არ დამტკიცდება ციხის უფროსის ბრალეულობა, ის შეინარჩუნებს თანამდებობას. შესაბამისად, არ დაირღვევა უდანაშაულობის პრეზუმცია.


რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივას, პატიმართა ეტაპირება გრძელდება. "ეტაპირების პროცესი მიზნად ისახავს ერთი მხრივ, მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების განტვირთვას, მეორე მხრივ იმ მსჯავრდებულთა გადაყვანას შედარებით მსუბუქი რეჟიმის პირობებში, რომლებიც არ უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი რეჟიმის ინსტიტუციებში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.