გაერო-ს სამიტზე პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება

გაერო-ს სამიტზე პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება

   პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ში ვიზიტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გადაწყდა, რომ ვინაიდან პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გაერო-ს სამიტზე გაემგზავრება პრემიერი.

 

 შეიკითხვაზე, გაემგზავრება თუ არა მასთან ერთად პრეზიდენტი, პრემიერმა განაცხადა, რომ არ იცის.

 "განსაზღვრულია დელეგაციის შემადგენლობა, თვეების წინ დავადასტურეთ ყველაფერი და ვერ ვხედავ ამაში რაიმე კითხვას.

  პრეზიდენტის შესახებ არ ვიცი, გუშინ მოვისმინე საგარეო უწყების განცხადება და ალბათ ისინი გაარკვევენ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

  შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გუშინ განაცხადა, რომ, თუ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ორი უმაღლესი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი, ეს ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: