დედაქალაქის მერი USAID-ის სუფთა ენერგიის პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

დედაქალაქის მერი USAID-ის სუფთა ენერგიის პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

  თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერების სუფთა ენერგიის პროგრამის ხელმძღვანელს, დეინა ქენის და პროექტზე მომუშავე ჯგუფს შეხვდა.

  შეხვედრაზე სუფთა ენერგიის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

   თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მერია USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული ამ მნიშვნელოვანი პროექტის ერთ-ერთი ადრესატია.


 "თბილისის მთავრობის სამომავლო პოლიტიკაა, გარე-განათების და მუნიციპალური ტრანსპორტის კუთხით ვიფიქროთ თანამედროვე ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე, რომელიც დედაქალაქში ნახშირორჟანგის მოცულობას შეამცირებს" - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: