ნინო გიორგობიანი : პატრულმა 2 მოზარდი სიკვდილს გადააჩინა!

ნინო გიორგობიანი : პატრულმა 2 მოზარდი სიკვდილს გადააჩინა!

  შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანისაკუთარი Facebook -ის გვერდზე წერს, რომ  პატრულმა ორი მოზარდი სიკვდილს გადაარჩინა. 

  "გმირობის კიდევ ერთი ისტორია - რამდენიმე საათის წინ პატრულმა ლევან ბუიშვილმა 2 მოზარდი სიკვდილს გადაარჩინა! ვარკეთილში კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს სარდაფში ხანძარი იყო. რის გამოც, მთელი სადარბაზო კვამლში იყო გახვეული. კვამლმა საცხოვრებელ ბინებშიც შეაღწია, რის გამოც მცხოვრებლებს სუნთქვა და ხილვადობა შეეზღუდათ. ასევე გაჩნდა საშიშროება დენისა და გაზის სადენებზე ცეცხლი გავრცელებულიყო, პატრულმა სადარბაზოს მეორე სართულზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი 10 წლამდე ბიჭი და მესამე სართულზე სახლში მყოფი 12 წლამდე გოგონა სადარბაზოდან უვნებლად გაოიყვანა და კვამლით გაგუდვას გადაარჩინა!", - წერს ნინო გიორგობიანი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: