პარლამენტის ორმა კომიტეტმა 6 თვის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტის ორმა კომიტეტმა 6 თვის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს

  პარლამენტის აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომიტეტებმა 2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.
  აღნიშნულთან დაკავშირებით ორივე კომიტეტის დასკვნა უარყოფითი იქნება. მთავარი მიზეზი ის არის, რომ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების მხრიდან არ მოხდა გეგმისამებრ თანხების ათვისება.
 
  "შემოსავლების ნაწილში პრეტენზია არ გვაქვს, რადგან ვნახეთ, რომ აქ ამ მიმართულებით კარგი ტენდენციაა. პრეტენზიები ეხება ხარჯვით ნაწილს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში ზოგიერთი მიმართულებით არის კარგი მაჩვენებელი, მაგრამ არის დარგები, სადაც შესაბამისი სამსახურები მკაცრ კრიტიკას იმსახურებენ", - აცხადებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: