ვინ უწოდებს "დეგენერატს" ჭიკაიძეს და რა იციან "თავისუფალი ზონის" წევრებმა?..

ვინ უწოდებს "დეგენერატს" ჭიკაიძეს და რა იციან "თავისუფალი ზონის" წევრებმა?..

   "დეგენერატებო"- ამ სიტყვებით იწყებს სტატუსის წერას "თავისუფალი ზონის" წევრი ირაკლი ჩხვირკია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ეძღვნება. ჩხვირკია წერს, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტები უთვალთვალებენ, თუმცა "ზონის წევრები მათ შიფრავენ",  რის შემდეგაც აგენტებს უკან იწვევენ. მისივე თქმით ზონის წევრებმა უფრე მეტი იციან შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა სამზარეულოზე, ვიდრე თავად მინისტრმა "თავისუფალ ზონაზე". 

 "დეგენერატებო!!!

- ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ყოველი ჩვენგანის ტელეფონი ისმინება..

-ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ვხედევთ როგორ აკონტროლებთ ჩვენს გადაადგილებას და როგორ გვითვალთვალებენ სუსის ბიჭები 

- ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენს შორისაც გყავთ "ნასედკები"  აბა დაითვალეთ რამდენი გაგიშიფრეთ და რამდენი გაიწვიეთ უკან? ჩამოგითვალოთ? ერთს ვშიფრავდით და მერე მეორეს აგზავნიდით... და ასე უსასრულოდ  

ხო და ეხლაც ვიცით ვინ გვყავს "კრისა"(ები) მაგრამ იყოს  .... უბრალოდ იმის თქმა მინდა თქვენთვის ბატონო მინისტრო, რომ თქვენ იმდენად სუსტი ხართ (ტანად არა) რომ ჩვენ გაცილებით მეტი ზუსტი და ნამდვილი ინფო გვაქვს თქვენი უწყების შიდა სამზარეულოდან ვიდრე თქვენ ჩვენზე... თქვენ იმდენად უუნარო და უვიცი ხართ ბატონო მინისტრო რომ ორღობის ჭორებით საუბრობთ უმაღლესი ტრიბუნიდან. თქვენ იმდენად ზარმაცი და ჩაუხედავი ხართ ბატონო მინისტრო, რომ შს მინისტრისთვის შეუფერებელი ტონით, ენით და ტექსტებით საუბრობთ. ნორმალურ ქვეყანაში გიჩივლებდი და ნორმალური სასამართლო საჯარო ბოდიშს და ფულად კომპენსაციას დაგაკისრებდა... მაგრამ სადაა ნორმალური ქვეყანა? ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა...

- ის რაც თქვენ იბოდიალეთ ინტერვიუში, ზუსტად ვიცი რასაც ეყრდნობა. ზუსტად ვხვდები რომ კოღო აქციეთ სპილოდ და ეს გგონიათ უდიდესი პოლიტიკური ფოკუსი. ვაი შვილო, აი მაგ ფოკუსს ჩემი მეზობლის 3 წლის ბავშვი ყოველ დღე მაჩვენებს ხოლმე უშეცდომოდ თან  

- დეგენერატებო!!! გაიწვიეთ თქვენი ნასედკების ბოლო ეტაპიც. გაშიფრულები არიან..."

 

   P.S. იდეა მაქვს. მოვიწვიოთ ლექსო ჭიკაიძე ჩვენთან ოფისში. მივწეროთ ღია წერილი... ნახოს რო არ ვიკბინებით.."-წერს ჩხვირკია სოციალურ ქსელში.

                                                                                                                                              თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: