მელორ ვაჩნაძე:-"არ მივცემთ საშუალებას "ნაციონალურ მოძრაობას" და გარკვეულ ჯგუფებს, მოაწყონ ამბოხი"

მელორ ვაჩნაძე:-"არ მივცემთ საშუალებას "ნაციონალურ მოძრაობას" და გარკვეულ ჯგუფებს, მოაწყონ ამბოხი"

   "სამოქალაქო აქტივობის" კლუბის თავმჯდომარე მელორ ვაჩნაძე საზოგადოების ყურადრებას გიგი უგულავას წერილსა და ტელეკომპანია "რუსთსვი 2"-ზე ამახვილებს და აცხადებს:

   -"ბოლო დროს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხშირად გვესმის გარკვეული რიტორიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე.

  გიგი უგულავა და მისი გუნდი გარკვეულ გეგმებს სახავენ ქვეყანაში გადატრიალების მოსახდენად. მათ არ აქვთ საშუალება, არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ფიქრობენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას მოახერხებენ.

   მივმართავ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, აუკრძალოს გიგი უგულავას მსგავსი განცხადებების გავრცელება. გიგი უგულავა საქართველოს მოღალატეა.

ჩვენ არ მივცემთ საშუალებას "ნაციონალურ მოძრაობას" და გარკვეულ ჯგუფებს, მოაწყონ ამბოხი.

   რაც შეეხება რუსთავი 2-ს, ეს ტელეკომპანია ცდილობს ქვეყანაში ქაოტური მდგომარეობა შექმნას. მინდა შევახსენო "რუსთავი-2"-ს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ როგორ გამოდიოდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტები და საზოგადოებას ბოდიშს უხდიდნენ. ტელევიზია ცდილობს, პანიკა დათესოს საზოგადოებაში".

 

   მელორ ვაჩნაძემ ღიად დააფიქსირა მისი პატივისცემა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: