ლავროვი:-"დასახულია მიზანი: ნებისმიერი ხერხით გამოიყვანონ რუსეთი წონასწორობიდან"

ლავროვი:-"დასახულია მიზანი: ნებისმიერი ხერხით გამოიყვანონ რუსეთი წონასწორობიდან"

   -"ნატომ დაკარგა არსებობის არსი და ახლა ავადმყოფურად ეძებს მას, სწორედ ამით აიხსნება, რომ ავღანეთის მერე ალიანსი ცდილობს მოსკოვი დაანახოს მსოფლიოს საფრთხედ,  თუ არ იქნებოდა ყირიმი და უკრაინა, დასავლეთი მაინც მოიფიქრებდა რამეს. დასახულია მიზანი: ნებისმიერი ხერხით გამოიყვანონ რუსეთი წონასწორობიდან"-განაცხადა სერგეი ლავროვმა.

   მინისტრი თვლის, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიუხედავად ნატოს გაფართოებისა, ალიანსის წევრ ქვეყნებს არ დაუკარგავთ რუსეთის წინაშე შიში.

   ლავროვის განცხადებით უკრაინა გახდა "გეოპოლიტიკის ვაჭრობის ჩიპი" რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ.

   -"რამდენიმე დასავლელი პარტნიორი ცდილობს გამოიყენოს უკრაინის კრიზისი რუსეთის იზოლირებისთვის, რადგან როგორც თავად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ დომინირებს"-ამბობს ლავროვი.

   მინისტრი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მთლიანად აშშ-ს და ევროკავშირს აკისრებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ უკრაინას აიძულებდნენ არჩევანი გაეკეთებინა დასავლეთსა და რუსეთს შორის. აქვე ლავროვი აცხადებს, რომ მხარს უჭერს მინსკის შეთანხმებას, რომელიც ძალაში 5 სექტემბრიდან მოქმედებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: