ლუკა კურტანიძემ "სახალხო კრება" დატოვა

ლუკა კურტანიძემ "სახალხო კრება" დატოვა

ლუკა კურტანიძე "სახალხო კრებას" ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს გამართმულ ბრიფინგზე განცხადება. 


ლუკა კურტანიძე საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიულ მიზეზს ასახელებს.


"მე ლუკა-ელდარ კურნატიძე ვიყავი, ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი და ახალი ხელისუფლების თანაგუნდელი. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვტოვებ "სახალხო კრებას". როგორც ყოველთვის მთელი პასუხისმგებლობით მივიღებ და გავიზიარებ იმ კონკრეტულ შენიშვნებს, რომელიც იქნება საზოგადოებიდან", - განაცხადა კურტანიძემ დღევანდელ  ბრიფინგზე.


შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრების" აქტიური წევრი ლუკა კურტანიძე, რომელიც 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების მიერ მომიტინგეების დარბევისას მძიმედ დაშავდა, 2012წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში ლაგოდეხში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: