გიორგი გაჩეჩილაძე გირაოთი გათავისუფლდა

გიორგი გაჩეჩილაძე გირაოთი გათავისუფლდა

საქალაქო სასამართლოში გიორგი გაჩეჩილაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა გირაოს შესახებ სასამართლომ დააკმაყოფილა.  გიორგი გაჩეჩილაძე 5000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.


პირველად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქალაქო სასამართლომ ტელევიზიებს გადაღების უფლება მისცა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ საზოგადოების მაღალი ინტერესით ახსნა.


სასამართლოს პრაქტიკაში ძალიან იშვიათია, როცა პროკურატურა თავად აყენებს გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შუამდგომლობას.


დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ არსებობს გიორგი გაჩეჩილაძის ბრალეულობის  საკმარისი დამამტკიცებელი საბუთები და ის სასამართლო პროცესიდან ყოველგვარი გირაოს გარეშე უნდა გაეთავისუფლებინათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: