"ზესტაფონში პოლოცოას ძალადობაში ადანაშაულებენ"

"ზესტაფონში პოლოცოას ძალადობაში ადანაშაულებენ"

   ზესტაფონელი ფიქრია საყვარელიძე სამართალდამვცევებს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს,როგორც მან განაცხადა ზესტაფონის რაიონული პოლიციის თანამშრომელი მამუკა კამალაძე მას შეხვედრას სთხოვდა, ხოლო იმ შემთხვვეში თუ პაემანზე არ დათანხმდებოდა მისი მეუღლის დაპატიმრებით ემუქრებოდა "პაემანზე მტკიცე უარი განვუცხადე. ამის შემდეგ კი მითხრა, მაშინ შენს ოჯახს პრობლემები შეექმნებაო. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ქმარი 10-მდე სამართალდამცველმა დააკავა, თვითონ კამლაძე კი დაკავების დროს ჩემს ქმარს სახეში ბოთლს ურტყამდა", -აცხადებს საყვარელიძე. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახმა პროკურატურას საჩივრით უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა  

  სამინისტროს განცხადებით,სამართალდამცავების მხრიდან საყვარელიძის მეუღლის ცემის ფაქტი არ დასტურდება,აღნიშნულთან დაკავშირებით გენისპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: