ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა სია გაიზარდა

ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა სია გაიზარდა

  ურეცეპტოდ გასაცემ წამლებში კორექტივება შევა. აღნიშნული ინიციატვით ჯანდაცსვი სამინსიტროს ფარმაცევტთან ასოციაციამ მიმართა. როგორც მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ურეცეპტო მედიკამენტების სიას კიდევ 772 წამალი დაემატება. დღეის მდგომარეობით ურეცეპტოდ 4138 მედიკამენტი გაიცემა.

  "მათი აბსოლუტური უმრავლესობა გარეგანი მომხმარების საშუალებაა, მალამოებია. ეს არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საინექციო ფორმები, დაემატა ერთი სახის სტეროიდი, საინექციო "პრედნიზოლონი". გადაუდებელ დახმარებას დაემატა საინექციო წნევის ორი დამწევი ხანმოკლე მოქმედების "პაპავერინი" და "დიბაზოლი", ასევე გადაუდებელ დახმარებას დაემატა დიაბეტის მართვის ორი საინექციო პრეპარატი, ეს არის ერთ-ერთი მორიგი ცვლილება. კონსულტაციები გაგრძელდება და ეს ცვლილებები საბოლოო არ არის", - განაცხადა მინისტრმა.

  მედიკამენტები, რომლებიც ურეცეპტოდ გასაცემი წამლების სიას დაემატა:

1.ადგილობრივი დერმატოლოგიური გამოყენების ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები. 2. ანტივირუსული საშუალებები 3. ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ყურის წვეთები; 4.იმუნომოდულატორები; 5. ანტიმიკოზური საშუალებები; 6. ვიტამინები და (საინექციო წამლის ფორმები.); 7. მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები; 8. არასტეროიდული ანთების საშუალებები (საინექციო წამლის ფორმები); 9. აზმოვიზური საშუალება (საინექციო წამლის ფორმები) 10. ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები; 11.ჰეპატოპროტექტორული საშუალებები; 12. ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოიული; 13. ბიოგენური სტიმულატორები; 14. ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები; 15. რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციური საშუალება ელექტროლიტური ხსნარები;

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: