ანი წითლიძე კახა მიქაიას:-"ყალბი ხართ, ბატონო კახა!"

ანი წითლიძე კახა მიქაიას:-"ყალბი ხართ, ბატონო კახა!"

   ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანი წითლიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დეპუტატს, კახა მიქაიას მიმართავს და ამბობს, რომ როცა მიქაია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს და მერიას აკრიტიკებს, არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რომ ანალოგიური პრობლემები არსებობს რაიონის დონეზეც.

 

   -"მიქაიას ერთხელაც არ მოსვლია თავში აზრი, ჩასულიყო ანაკლიაში, შეხვედროდა ამ ხალხს და ეკითხა რა ხდებოდა ზოგადად. ბატონ მიქაიას, როდესაც აკეთებს განცხადებებს საკრებულოს თავმჯდომარეზე და მერზე ავიწყდება, რომ ის ტავად წარმოადგენდა ამ გუნდს და თუ რომელიმე მათგანზე ჰქონდა პრეტენზია, მაშინ უნდა დაეფიქსირებინა, როცა ეს პიროვნებები წამოაყენეს კანდიდატებად"-განაცხადა ანი წითლიძემ სხდომაზე, შემდეგ კი მიქაიას სოციალური ქსელითაც მიმართა:

 

   -"ბობოლა ნაციონალები "გითვლიან, ბატონო კახა, ბიძინასავით შუშიდან თითის ქნევა არ გამოგივიდათ და არც ჩემი არცნობა. თქვენს იმ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს აკრიტიკებთ, ვისაც წინასაარჩევოდ მხარს უჭერდით. მაგარი ბიჭობა მაშინ გამოგეჩინათ კანდიდატებად რომ წამოაყენეს და მაშინ გეკრიტიკებინათ. (რატომ არ ქენით გაუგებარია) საკრებულოში ქართული ოცნების სიით შესვლა და მერე "ვითომ" დამოუკიდებელი დეპუტატობა არ გამოგივათ. თქვენთვის ხმა მოსახლეობას თქვენი პიროვნების გამო ნამდვილად არ მოუცია, არამედ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ გაერთიანებას რომელსაც ქართული ოცნება ქვია და რომლის სიითაც თქვენ შებრძანდით. 

   1. ყალბი ხართ იმიტომაც რომ გოგოხიას, ქვარაიას და სხვებს მანამდეც იცნობდით, წაინსაარჩევნოდ მხარს უჭერდით, ტაშს უკრავდით, მათი ნასამართლეობა კი ეხლა გაგახსენდათ. ეხლა როდესაც კარგად ხედავთ ყველა შეცდომას.

   2. ყალბი ხართ იმიტომაც რომ თქვენ ერთხელ არ დაინტერესებულხართ მოსახლეობის რეალური პრობლემებით ანაკლიაშიც, თუმცა რაიონის საკრებულოში ხართ.

   3. იმიტომაც რომ თქვენი ინტერესები გეთიას, სორდიას და ა.შ. დანიშვნა იყო თანამდებობებზე და არა ქალაქი. ამისთის დარბოდით ფალოსითაც.

არ გამოგივათ ბ-ნ კახა. ადგილობრივი ხელისუფლების ყველა დაშვებული შეცდომის პასუხისმგებელი თქვენ ისეთივე იქნებით და ხართ როგორც უმრავლესობა, რადგან თქვენ მათ მოსაყავანად ჰამაკზე იწექით ნახევარი ცხოვრება:) 

   და კიდევ ალიკა გეთიას გადაეცით ჩემგან. სანამ ნაციონალურ მოძრაობას ახსენებს ან პირადად მე, მანამდე ლოთაობას და ტრაბახს შეეშვას რომ თურმე მის ოთხში (ფოსტაში)გეგმავს გოგი ნაჭყებია და სუსი ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. "ამაყად მთვრალს" თქვენი გუნდის წევრს ა.წ. უკვე მოხელეს ეს "ბლატაობა" მოაშლევინეთ.

   პატივისცემით თქვენთვის უცნობი წითლიძე"-წერს ანი წითლიძე.

 

   ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს კახა მიქაია "ბავშვების ბჟუტურს" უწოდებს და აცხადბეს, რომ ის მხოლოდ "ბობოლა ნაციონალებს" – მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ახალაიებს, გოროზიას –  იცნობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: